ათვლა დაიწყო - ''100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე''

17 ივნისი 2018, 00:00 1671 ნახვა

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო. სიმბოლურად თარიღთან დაკავშირებით  ბათუმის პიაცაზე  100 საჭადრაკო მაგიდა განთავსდა.  

სპორტსმენებმა, მოყვარულებმა და  დიდოსტატებმა სხვადასხვა დროშის ქვეშ იასპარეზეს. ჩატარდა ერთდროული თამაშის სეანსი, რომელშიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. საორგანიზაციო კომიტეტის   გადაწყვეტილებით,  საჭადრაკო ოლიმპიადის მეხუთე კეთილი ნების ელჩი გახდა ნიკოლოზ რაჭველი. სწორედ  მან დაწერა ოლიმპიადისთვის ჰიმნი.  

ნიკოლოზ რაჭველი  მონაწილეობას მიიღებს  ღონისძიების გახსნისა და დახურვის ცერემონიებში. კუ, სახელად ’’ბათუსა ტარტლშტეინი’’  ოლიმპიადის თილისმაა. პიაცაზე გუშინ ფლეშმობიც მოეწყო. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა  ბათუმში 23 სექტემბერს დაიწყება და  6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში 189 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას,   ქალაქს 4000 -მდე სტუმარი ეწვევა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში