4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ქალის წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოსაა ჩანიშნული. მოსამართლე, გიორგი გრატიაშვილმა პროცესზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და უზბეკეთის მოქალაქე საირახონ მირბობოიევაა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორი აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომის, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მის მოთხოვნას დაცვის მხარეც დაეთანხმა, გამომდინარე იქედან, რომ დაკავებულის მიმართ შესაძლო ძალადობის საფრთხე დაასახელა.
პატიმრობაში მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობას ედავება. 4 წლის ბავშვი აეროპორტის გზატკეცილზე დედის მეგობარმა სავარაუდოდ ორი დღის წინ მოკლა. სავარაუდო დამნაშავემ კი გარდაცვლილი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში თავად მიიყვანა და განაცხადა, რომ ცემის დროს შემოაკვდა.