არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 2 ე.წ. სამართალდამცავს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განცხადებით საქმეზე დართული მტკიცებულებები იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ორივე პირმა ჩაიდინა მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
საგამოძიებო ორგანოზე დაყრდნობით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული ტატუნაშვილის დასჯა და წამება, ეს მას შემდეგ რაც გაიგეს რომ არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
ცნობისთვის, როგორც დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა ჟურნალისტებს უკვე მზადაა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომელსაც პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგენს.