''საკუთარ თავს ვეკუთვნი'' - წიგნი ბულინგზე

15 ივნისი 2018, 00:00 2807 ნახვა

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებთან ურთიერთობისას, რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა და როგორ ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს – “საკუთარ თავს ვეკუთვნი” – იუჰანი პიუტსეკის წიგნის პირველი ქართული გამომცემლობის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში.

წიგნი ქართულ ენაზე ესტონურ-ქართული პროექტის ფარგლებში ითარგმნა, რომლის მიზანი ბავშვთა და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ასოციაცია “ერთმანეთისთვის” ხელმძღვანელის განცხადებით წიგნი, სამოქალაქო საზოგადეობას ჩაგვრის, ე.წ. ბულინგის პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარება.

სოფო ბაკურიძის განცხადებით, ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად ევროპული პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია და როგორც ამბობს სწორედ ამ მიზნით გადაწყდა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად წინგის ქართულ ენაზე გამოცემა.

წიგნის პრეზენტაციას ესტონეთის ელჩი საქართველოში,  ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში