EMC განცხადებას ავრცელებს

13 ივნისი 2018, 00:00 1504 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუს-ისგან თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს ინფორმაცია გამოძიების დაწყების ფაქტთან დაკავშირებით არ მიუღია. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დაწყებული გამოძიება დაუსაბუთებელი და პრობლემურია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ზოგადად არ შეიცავდა დანაშაულის, მათ შორის დანაშაულის მომზადების ან მცდელობის ნიშნებს, რამდენადაც დანაშაულად, დანაშაულის მომზადებად ან მცდელობად შეიძლება შეფასდეს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, ხოლო ადამიანის გონებაში ჩამოყალიბებული ხედვა, რომლის რეალიზება რაიმე ფორმით არ მომხდარა, ვერ განიხილება დანაშაულად, მომზადებად ან მცდელობად.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მაჩალიკაშვილის ან მისი ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გამხდარა ცნობილი. მას არ მიუღია ინფორმაცია რა ტიპის სამართლებრივი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ.  

ი-ემ-სი მოუწოდებს სუს-ს არ მოახდინოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური ინსტუმენტალიზება და სწორედ ამ უწყების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დამატებითი უფლებრივი ზიანის მიყენება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი