ჩირუხში 85 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

09 ივნისი 2018, 00:00 1824 ნახვა

85 წლის კაცი იპოვეს გარდაცვლილი შუახევში, მთა ჩირუხში. მოსახლების ინფორმაციით, დაღუპული სახლიდან გუშინ გავიდა და მას მთელი ღამის განმავლობაში  ეძებდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით მთაში უამინდობის გამო ხილვადობა რთული იყო  და დაკარგულის პოვნა გართულდა. დღეს დილით კი ის  მდინარის პირას გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში შუახევში სამაშველო ბრიგადებთან ერთად ადგილობრივები მონაწილეობდნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში