ბათუმში, ''მაგნოლიას'' კომპლექსში, მოქალაქე სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმეს. შპს "ბათუმის სანდასუფთავების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეს, რომელმაც ეზოში დიდი ოდენობის ნაგავი დაყარა, 200 ლარის გადახდა მოუწევს.
სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა "ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლის 1-ნაწილით იხელმძღვანელეს, რომლითაც “სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება“ სანქციების გულისხმობს.