გვირაბთან, სატვირთო ავტომობილი გაბიონიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ასევე დაზიანებულია ქვის კედელი. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.