მახინჯაურში ხის მოჭრას აპროტესტებენ

13 ივლისი 2016, 00:00 4749 ნახვა

მახინჯაურში მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევის მცხოვრებლები ასწლოვანი ხის მოჭრას აპროტესტებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორია ბათუმის მერიის საკუთრებაა, ერთი ხე  ენერგომპანიამ უკვე მოჭრა, 7 კი მონიშნულია. ენერგო პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ხის მოჭრა კონტრაქტორმა კომპანიამ განახორციელა. მიზეზად კი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისთვის   ხელის შეშლა და ხანძრისთვის საფრთხე სახელდება. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახური საკითხის შესახებ ინფორმირებულია და უწყება მთავრობის გასული წლის 11 სექტემბრის დადგენილებით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანას ხელი არ უნდა შეეშალოს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში