27 მაისს, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ლიფტში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან გაწერეს.
მედიკოსების განმარტებით, იზოლდა აბაშიძე უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება და თავს კარგად გრძნობს.
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. მას 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულსა და ფილტვებში.
სამართალდამცველებმა ლიფტში ახალგაზრდა ქალზე თავდამსხმელი 2 ივნისს, ბათუმში სასტუმრო "თანამგზავრთან" დააკავეს. ბრალდებული 1992 წელსაა დაბადებული, იგი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი სამ ივნისს გაიმართა. მოსამართლემ 26 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 27 მაისს, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, საღამოს საათებში მოხდა....