რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში, ტურიზმის დეპარტამენტის პროექტები და სამომავლო გეგმები-ამ თემებზე უწყების ხელმძღვანელი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ისაუბრეს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდების გადამზადებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ენის შემსწავლელი ტრენინგების შესახებ.