გატაცება წითელუბნიდან

05 ივნისი 2018, 00:00 1587 ნახვა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული დირბის ეკლესიის წინამძღვარი იოანე ოხანაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მეორე კი ამ ეტაპზე ისევ დაკავებულია. სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა დღეს, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. მათ ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.


სუს-მა აღნიშნულის შესახებ მალევე შეატყობინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე ამოქმედდა „ცხელი ხაზი.“ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა საოკუპაციო რეჟიმის მანკიერ პრაქტიკად, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. მან თქვა რომ ყველაფერი კეთდება ორივე დაკავებულის გასათავისუფლებლად, როგორც უკვე გითხარით ეკლესიის წინამძღვარი ბოლო ცნობებით უკვე თავისუფალია მეორე პირი კი კვლავ დაკავებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი