ამ წუთებში პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

01 ივნისი 2018, 00:00 1846 ნახვა

აქციის მონაწილეებს სიტყვით ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მიმართა. ზაზა სარალიძე ხალხს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

აქციაზე​ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ბარბარე რაფალიანცის დედაც  იმყოფებიან. 

მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტები ლოზუნგით - „სისტემა ისევ კლავს“, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის ოჯახის მიმართ და აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს ძირეული სისტემური ცვლილებები, რათა სამომავლოდ სხვა ახალგაზრდები არ შეეწირონ უსამართლობას. 

აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საღამოს საათებში პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი