ტელეარხ 25 -ის ყოფილი თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა 28 ივნისისთვის გადაიდო. საინფორმაციო სამსახურის 2 თანამშრომელი ეკატერინე დავითაძე და რუსლან დავითაძე ტელევიზიის მენეჯმენტს უკანონოდ გათავისუფლებას ედავებიან. მათი თქმით, მიზეზად მენეჯმენტმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, რეორგანიზაცია და მათ მიმართ დისციპლინური გაფრთხილება დაასახელა.
სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად სწორედ რეორგანიზაცია და არხის ეკონომიკური კრიზისი დაასახელა, ასევე არხის უფლებადამცველების მტკიცებით, რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულები იყვნენ, რასაც მოსარჩელე მხარე არ ადასტურებს.
მოსარჩელე მხარის კითხვაზე შეიცვალა თუ არა არხის ეკონომიკური მდგომარეობა მოპასუხემ დოკუმენტური მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. დაიკითხნენ მოწმეები.