ბათუმის ბულვარში დაგეგმილი მშენებლობა - შეფასებები

31 მაისი 2018, 00:00 1050 ნახვა

ბათუმის ბულვარში დაგეგმილ მშენებლობას შეფასებები მოჰყვა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მერია თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია, თუმცა ფიქრობენ, რომ ისტორიული პარკში მშენებლობები დაუშვებელია, განსაკუთრებით კი მრავალსართულიანი ნაგებობების. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ისტორიული სახის შენარჩუნების მომხრეებია არიან მმართველ პარტიაშიც. ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ პარკის განაშენიანება იქ არსებული კონცეფციის შესაბამისი უნდა იყოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფოტო-ატელიეს ადგილას დაგეგმილ მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მიიღებს, თუმცა რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბულვარში მთავრობისა და მოსახლეობისთვის მიუღებელი შენობები ვერ აშენდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი