''24 საათი ბათუმში''

30 მაისი 2018, 00:00 1818 ნახვა

24 საათი ბათუმში - თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ერთ დღეში ჩვენს ქალაქში მაყურებელს ევრონიუსის წამყვანი აცნობს.  გადაცემის ობიექტივში მოხვდა: ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, თანამედროვე და ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო.

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი ჩვენთან ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაზე კვლავ ჩამოვლენ. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებასა და პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ახორციელებს, რაც ძირითადად გარე სატელევიზიო და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს. ევრონიუსის გარდა აჭარის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს დოიჩე ველე და სამიზნე ქვეყნების ადგილობრივი ტელევიზიები ამზადებენ. 
 

ამავე კატეგორიაში