რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სია

12 ივლისი 2016, 00:00 4219 ნახვა

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-ში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს. მინისტრის ინფორმაციით, იგი უკვე შეხვდა პრემიერს და შეთანხმება გარკვეულ კალენდარზე უკვე მოხდა. ხიდაშელის განცხადებით, უწყებაში არის რამდენიმე დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის. თანამდებობის დატოვების შესახებ კიდევ ერთი რესპუბლიკელი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, როგორც თავად აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილს უახლოეს დღეებში მიმართავს. თანამდებობის ნაცვლად კი გიგლა აგულაშვილმა პარტია დატოვა.Dდავით უსუფაშვილის განცხადებით, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერია, პარტიამ ''ქართულ ოცნებას'', ''რესპუბლიკელი'' მინისტრების ბოლომდე პოსტებზე, დარჩენა შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. მან დღეს ყველა რესპუბლიკელს მიმართა, დატოვონ პარტია უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თუკი ამას გეგმავენ.   დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ” საზოგადოებას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი იქნება. 

ამავე კატეგორიაში