''ბერმუხა'' - ფოტოგამოფენა

28 მაისი 2018, 00:00 2385 ნახვა

ანსამბლ „ბერმუხას“ წევრების ცხოვრების ამსახველი ფოტო სურათების გამოფენა  მოეწყო ბათუმში  ბულვარის კოლონადებთან. დამთვალიერებლს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა მათი ყოველდღიურობა და  სასცენო სამოსელი. გამოფენა ჟურნალისტ ნათია თავდგირიძისა და ფოტოგრაფ  მარია ზოიძის ერთობლივი ინიციატივით, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. ხულოს კულტურის ცენტრსთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბერმუხა” დაარსებიდან 36 წელს ითვლის.  

ანსაბლი 13 წევრისგან შედგება, მათგან ყველაზე უფროსი 95 წლისაა. ანსამბლში გაერთიანებული უხუცესები თვითნსასწავლი მოცეკვავეები არიან და მათი შესრულებული საცეკვაო ილეთები ხულოს სხვადასხვა სოფლის დამახასიათებელი კულტურისა და ტრადიციის სინტეზია.
 

ამავე კატეგორიაში