საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს დელფინის“ მონაწილეები საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ულოცავენ.
13 ქვეყნის წარმომადგენლებმა საოცრების პარკიდან ანბანის კოშკამდე ტრადიციული სამოსით, დროშებით და ეროვნული სიმღერებით მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალში წელს სულ 2000 მდე მონაწილეა ჩართული და მას საქართველო მე-18-ედ მასპინძლობს.
ფოტო: თამუნა გაზდელიანი