შოთაძე:”ჯერ ვერ გიპასუხებთ იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები მაჩალიკაშვილის საქმეში”

24 მაისი 2018, 00:00 1822 ნახვა

იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები მაჩალიკაშვილის საქმეში, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ კითხვას პასუხს ჯერ ვერ გაცემს. მისი თქმით, პროკურატურა გამოძიების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მიაწვდის. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი მაჩალიკაშვილების ოჯახი ინფორმირებულია.

გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი