დღეს, რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მოსწავლე, სკოლის შენობის მეორეან მესამე სართულზე, ფანჯრიდან გადავიდა.
ფოტო და ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო, რომელიც მე-14 საჯარო სკოლის წინ, კორპუსში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში განათავსა.
ვიდეოში ჩანს, რომ მოზარდი საკლასო ოთახში ისევ უსაფრთხოდ შედის.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს სკოლის დირექტორს დაუკავშირდეს.
რამდენად დაცულია სკოლებში უსაფრთხოება, მაუწყებელი ამ თემაზე მუშობას განაგრძობს.