8 ათეულ წელზე მეტი – “რადიო აჭარის” ისტორიის ათვლა 1930 წელს დაიწყო. 88 წლის წინ შექმნილი მედია -საშუალება რეგიონის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცის განვითარებამ რადიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, რასაც ინტეგრირებული გადაცემით უპასუხა “რადიო აჭარამ.” ოქროს ფონდი, ოქროს ხმები, წარსულის ისტორია და დღევანდელობა.