22 წლის ბიჭს პოლიცია მეათე დღეა ეძებს

22 მაისი 2018, 00:00 2450 ნახვა

სამართალდამცველები 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა. 

ის სამეთვალყურეო კამერამ ბოლოს ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. 

ოჯახი 22 წლის ბიჭის აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს, კატეგორიულად გამორიცხავს.

გიგა გოგიტიძე ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. 

სახლიდან წასვლისას მას ეცვა ლურჯი ფერის სპორტული ქურთუკი, შავი ფერის შარვალი და ფეხსაცმელი. არის საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის თმით. თუ ფლობთ რაიმე ტიპის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე. 577 08 05 48

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი