''საქსტატი'' - უმუშევრობის  დონე  შემცირდა

21 მაისი 2018, 00:00 1788 ნახვა

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით  ქვეყანაში ჯამში 1 მლნ 700 ათასი დასაქმებული პირია, აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. მისივე ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი