" ბონის" დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა, სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. ახალ თანამდებობაზე ეს მისი პირველი აქტივობაა. ევგენიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 19 ქუჩის რეაბილიტაცია და აქედან უკვე 10 კეთილმოეწყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარებისა და უსინათლოთა ბილიკები, ასევე დამონტაჟდა ბორდიურები და ორშრიანი დეკორატიული ფილები. დარჩენილ ქუჩებზე სამუშაოები თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.