ბათუმის "დინამოს" და ქობულეთის "შუქურას" შეხვედრა ფრედ დასრულდა

18 მაისი 2018, 00:00 2384 ნახვა

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის XII ტურში, ერთმანეთს ორი აჭარული კლუბი: ბათუმის "დინამო" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 

ანგარიში 35-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დინამოელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა , ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში, 77-ე წუთზე "შუქურას" ფეხბურთელმა გიორგი ივანიაძემ წონასწორობის აღდგენა შეძლო და საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა. 

XII -ე ტურის შემდეგ "დინამო" 20 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო "შუქურას" 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. 
ბათუმის "დინამო" მომდევნო ტურის შეხვედრას, 24 მაისს სტუმრად "შევარდენის" წინააღმდეგ გამართავს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი