კვაჭაძის ასარჩევად ვადა ხვალ იწურება

14 აპრილი 2016, 00:00 4713 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ რიგგარეშე სესია ჩაინიშნა. დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ დავით კვაჭაძის და წევრის, მამუკა ჯაშის კანდიდატურებს. არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება. შეგახსენებთ, წინა სხდომაზე კვორუმი არ შეიკრიბა და სხდომა არ შედგა. კვორუმის შეკრებას არც ამჯერად ვარაუდობენ ქართული ოცნების წევრები. თუმცა ოპტიმისტურადაა განწყობილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში თუ ხვალ უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად ბოლო ვადას ვერ გამოიყენებს, არჩილ ხაბაძე ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. 

ამავე კატეგორიაში