გადადებული აქციები და შეფასებები პარლამენტში

17 მაისი 2018, 00:00 1598 ნახვა

დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით მთელი დღეა განცხადებები ვრცელდება პარლამენტში. უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მზად არის დაიცვას მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ლგბტ თემის წარმომადგენლებმა შიშის ნიადაგზე მიიღეს და სწორედ ამიტომ გააუქმეს ძირითადი აქცია, მათი თქმით, სახელწიფო ვერ უზრუნველყოფს  ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. ცნობისთვის ლგბტ+ ადამიანების უფლებების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა – ამის შესახებ წერია იმ რეიტინგში რომელიც ერთ-ერთმა ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ILGA Europe ) გამოაქვეყნა. თუმცა ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია აქვს სამეზობლოში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი