ახალ ავტობუსებს  ბათუმში აგვისტოში შემოიყვანენ

17 მაისი 2018, 00:00 2064 ნახვა

ტენდერში გამარჯვებული იაპონურ-უკრაინული კომპანია ბათუმს ახალ საერთაშორისო სტანდარტების ავტობუსებს აგვისტოში მიაწვდის. შპს ბათუმის ავტოტრანსპორტმა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა.

ავტობუსები ადაპტირებული იქნება  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აღჭურვილი იქნება კონდიცირების სისტემით. ავტობუსების შესაძენად საერთაშორისო ტენდერი ქალაქისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად 2018 წლის 30 იანვარს გამოცხადდა, რომელშიც ერთი კომპანია მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი