მუსლიმანური სამყარო რამადანის ბაირამის აღსანიშნავად ემზადება. დღეს მორწმუნეებმა ერთთვიანი მარხვა დაიწყეს. გუშინ საღამოს, მარხვის დაწყების აღსანიშნავად ორგანიზაცია „მუსლიმთა კავშირის“ ინიციატივით მრევლი სამარხო ვახშამზე, ე.წ. იფთარზე მიიწვია.
ვახშამი ახალ მშენებარე მეჩეთის ტერიტორიაზე, სახელდახელოდ მოწყობილ კარავში გაიმართა, სადაც ასობით მორწმუნე იყო მიწვეული.