ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში - მიხეილ სარჯველაძე

13 ნოემბერი 2025, 11:51 109 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, საპატიმროში უნდა იხდიდეს სასჯელს.

„ვერავინ შეძლებს, თქვას საპირისპირო არგუმენტი, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება. ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი, დიახ უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. არ მესმის მცდელობებისა, ამაში ვინმემ რამე უარყოფითი ნახოს, რაღაც გაუგებრობა იპოვოს ან რაიმე ინსინუაცია გაავრცელოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, 12 ნოემბერს გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე