ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც საზოგადოების ნდობის მანდატით ისარგებლებს.
დღესვე გაირკვევა, რა მოთხოვნები ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა „თეთრი ხმაურის” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაანონსა, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე კი 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.