აგრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

15 მაისი 2018, 00:00 1877 ნახვა

აგრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ქობულეთში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ 40 პროცენტიანი თანადაფინანსებით  გააშენონ  ან გააუმჯობესონ  ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულისა და კენკროვანი კულტურების ბაღები, ასევე გადააიარაღონ სასათბურე მეურნეობა და მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.

დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ  როგორც ინდივიდუალურ ფერმერებს, ასევე  კოოპერატივებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს. პროგრამის მიზანი პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი