პარლამენტთან სამი ადამიანი დააკავეს

13 მაისი 2018, 00:00 1885 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. 

მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის აიყვანა.  

ნეტგაზეთის ფბ ლაივში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტს გადაღების შეწყვეტას სთხოვდა. სავარაუდოდ, დაკავებული პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

დაკავებული სამი პირი,  თავადვე აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ აქციის მონაწილეები, თუმცა აქციის მონაწილეების თხოვნის მიუხედავად, არ ტოვებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვებიც აიღო. 

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, აქციას ა15:00 საათზე განაახლებენ. 

კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, მეორე დღეა,მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ. ისინი საქართველოს პრემიერ მინისტრის განმარტებებს ელოდებიან. ასევე, თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამის კლუბ ''ბასიანსა'' და ''კაფე გალერიში'' სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი