პრემიერის გადადგომაზე აქციის მონაწილეებმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთეს - კახი კალაძე

12 მაისი 2018, 00:00 2577 ნახვა

"ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები" - თქვა კახი კალაძემ, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ახალგაზრდებს ულტიმატუმის შესახებ კითხეს. ისინი საქართველოს პრემიერ მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ. 

"ჩემს უკან პოლიტიკური გუნდი დგას, ჩვენ დღეს დილიდან შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოპოლიტიკა მიუღებელია. ვისმენთ ნარკოპოლიტიკასთან  დაკავშირებით შენიშვნებს და ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა ვთანხმდებით, არსებული ნარკოპოლიტიკა ყველას გვიქმნის პრობლემას. თუ აქციის მონაწილეებს აქვთ ინტერესი გაიგონ, თუ რას ვაპირებთ, ამ მიმართულებით, ჩვენი კარი ღიაა. კედელი ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის არასოდეს აღმართულა'' - განაცხადა კახი კალაძემ. 

კალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ფორმები, როგორც ჩატარდა სპეცოპერაცია დისკუსიის საგანი იყოს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი