ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას და არა ნარკორეალიზატორების დაკავებას

12 მაისი 2018, 00:00 2836 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ე.წ. ბარიგებს არ იცავენ. ისინი გამოხატვის უფლების დასაცავად შეიკრიბნენ.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ კლუბში სიარული არ ნიშნავს იყო ნარკოდამოკიდებული. გარკვეული ძალები კი, ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მითი, თითქოს ''კლუბში სიარული და გართობა'' ნარკოტიკების მოხმარების პირდაპირპროპორციულია. 

'' აქ იმიტომ კი არ შევიკრიბეთ, რომ ''ბარიგებს'' ვიცავთ, პირველ რიგში აქ ჩვენს თავისუფლებას ვიცავთ. გვსურს გავერთოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. თუ არიან ნარკომომხმარებლები, მათ დაჭერა კი არ არის სავალდებულო, სახელმწიფომ მათ რეაბილიტაციაზე უნდა იზრუნოს. ვისაც დახმარება სჭირდება იმას იჭერენ, ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა. რა დავაშავეთ იმ ადამიანებმა, რომლებიც კლუბში საცეკვაოდ მივდივართ. თავს გვესხმიან და უფლებებს გვიზღუდავენ'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ევროპის მოედანზე შეკრებილები დაშლას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. ისინი სახელმწიფოს პირველი პირების გამოხმაურებას ელოდებიან. ამბობენ, რომ გადადგომის შემთხვევაში მათ მადლობასაც კი გადაუხდიან. 

''ნორმალურ სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკაზე, ნებისმიერი სამინისტროს მეთაურმა პასუხი უნდა აგოს. ეს გადადგომა იქნება თუ ბოდიშის მოხდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - თუ შეგნება აქვთ შესაბამის ზომებს მიიღებენ. ჩვენს სახელმწიფოში არის ის, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და ამისთვის არავინ არ ისჯება. თუ გადადგებიან და აღიარებენ დანაშაულს მადლობასაც გადავუხდით. დაველოდებით თბილისს, ის ახალგაზრდები რას გააკეთებენ. დაველოდებით პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ. კონკრეტული გეგმა არ გვაქვს - ამბობს  გოჩა სურგულაძე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი