ლომბარდებს ავტომობილებისა და უძრავი ქონების სანაცვლოდ სესხის გაცემა აეკრძალება

11 მაისი 2018, 00:00 2556 ნახვა

უახლოეს პერიოდში ლომბარდებისთვის შესაძლოა ახალი რეგულაცია დაწესდეს. შესაძლოა აიკრძალოს მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს რომ სესხის გამცემი ყველა ორგანიზაცია თამაშის ერთიანი წესით უნდა მოქმედებდეს.

პარალელურად ეროვნული ბანკი აპირებს რეგისტრაცია სავალდებულო გახადოს ლომბარდებისთვის. ამასთან ცვლილებებია სესხებთან დაკავშირებითაც, დებულების პროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ არაა დამტკიცებული, ფიზიკური პირი, სესხს, შემოსავლის ანალიზის გარეშე, ბინის უზრუნველყოფით მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ მას ერთზე მეტი უძრავი ქონება გააჩნია.

როგორ აისახება მსგავსი რეგულაციები მოქალაქეებზე? შემცირდება თუ არა ე.წ. ჭარბვალიანობა? რას ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი