''ბათუმის დინამოსა'' და ''ქობულეთის ''შუქურას'' მატჩები დღეს გაიმართება

11 მაისი 2018, 00:00 2577 ნახვა

დღეს, 11 მაისს, საქართელოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ბათუმის „დინამო“ სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ „ვიტ ჯორჯიას“ 17 საათზე შეხვდება, ხოლო აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ ანგისას ბაზაზე „ცხინვალს“ 18:30 საათზე უმასპინძლებს. 

ამ მომენტისთვის „დინამოს“ 18 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება, მეორე ადგილზე "ნორჩი დინამოა" რომელიც ბათუმელებს გატანილი ბურთებით ჯობნის, ხოლო პირველ ადგილს 21 ქულით "ვიტ ჯორჯია" იკავებს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში