სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, მეორე კი ამხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 10 მაისს, ბათუმში, „INFINITI“-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარა.
აღნიშნული საბურავები სხვა ავტომობილზე, კონკრეტულად კი თეთრი ფერის Hyundai-ზე პოლიციელებმა აღმოაჩინეს.
ნაქურდალი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
‘’შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს’ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.