საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 18%-ით გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ინტერნეტს დღეში ერთხელ მაინც იყენებენ.
შემცირდა იმათ რაოდენობა, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ ინტერნეტი - 2014 წელს გამოკითხულთა 47% ამბობდა, რომ ინტერნეტით არ სარგებლობდა, 2018 წელს ეს რიცხვი 31%-მდე დავიდა.
საერთო მონაცემები ასე გამოიყურება, ქვეყნის დიდ ქალაქებში მცხოვრებლების 74%-დან(დედაქალაქი) 61% -მდე ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, ხოლო სოფლებში ყოველდღიურად ინტერნეტში 46% ჩართული.
ტენდენცია მზარდია, თუმცა, საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის 40% ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. თუმცა, მაჩვენებელი კლებადია.
2014 წლიდან დღემდე, 85%-დან 72%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითადი და პირველწყარო იყო.
ამავე პერიოდში, ნელ-ნელა და სტაბილურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-დან 18%-მდე გაიზარდა.
წყარო: mediachecker.ge