დღეს ბიძინა ივანიშვილს ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარედ აირჩევენ

11 მაისი 2018, 00:00 1759 ნახვა

დღეს მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი უნდა აირჩიონ, დღესვე გახდება ცნობილი განახლებულ პოლიტსაბჭოს წევრები. 

 ყრილობას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება, 17:00 საათზე კი ყრილობას პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

სიტყვით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოვლენ, ყრილობის დასასრულს კი დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტიის  დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

განახლებული:

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი