ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე სამუშაოდ. პროექტის ფარგლებში, ფინანსურ მხარდაჭერას ოთხი ახალგაზრდული კავშირი მიიღებს.
სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს, სამეწარმეო უნარების განვითარებასა და დასაქმებაში დაეხმარებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, პროექტი რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები მოქალაქეებს, განსაკუთრებული უნარების განვითარებაში დაეხმარება.
‘’ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება. საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება. მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები. სწორედ, ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის, ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს’’ - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.
უახლოეს დღეებში, ახალგაზრდული იდეების კონკურსიც გამოცხადდება, რომლის დაფინანსება, 750 000 ლარი იქნება. პრემიერი თქმით, სახელმწიფო წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში 350-მდე ახალგაზრდა უკვე დასაქმდა. შექმნილია 60 სოციალური საწარმო, მათ შორის: ხეზე კვეთის, მინანქრის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები, ლიტერატურული კაფეები და სათბურები.