ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდებიან.
თამარ ხულორდავა ახალგაზრდებს კომიტეტის ძირითად საქმიანობას და მიზნებს აცნობს. შეხვედრა “ევროპის დღეები 2018”-ის ფარგლებში იმართება.