მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ევროკავშირის კუთხე გაიხსნა

09 მაისი 2018, 00:00 1331 ნახვა

ევროპის დღეების ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ევროკავშირის კუთხე გაიხსნა. აღსაზრდელებმა ევროკავშირის თემატიკაზე შემოქმედებითი და კულტურული აქტივობა გამართეს. 11 მაისს მოეწყობა გამოფენა და ღია ცის ქვეშ კონცერტი ჩატარდება. მოსწავლეები მოხატავენ ქუჩებსაც. ევროპის დღები საქართველოში მეექვსე წელია მაისის თვეში აღინიშნება და ღონისძიებებს ორგანიზებას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უწევს.

ამავე კატეგორიაში