ირაკლი კობახიძე: რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელი და მიუღებელია

09 მაისი 2018, 00:00 2374 ნახვა

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა მაშინ, როცა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, აბსოლუტურად მიუღებელია.  

„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ  რისკების პრევენცია მოხდეს. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. იმ რეჟიმში, როდესაც ოკუპირებულია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად მიუღებელია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის.

„ჩვენთვის მთავარია, გაგრძელდეს მუშაობა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის. ეს პრიორიტეტები კი ჩვენი  ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია დე-ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის, პროპაგანდის თვალსაზრისით უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი