პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

09 ივლისი 2016, 00:00 2758 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე ნატოს სამიტი დღეს დასრულდება, მანამდე კი სამიტის შემაჯამებელი კომუნიკე გაიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ნატოს სამიტს და კომუნიკეს ამ წუთებში პრეზინდეტი პრესკონფერენციაზე აჯამებს, მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი სამიტის ფარგლებში, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მაიკლ ტერნერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას შეეხება. საუბარი შეეხო როგორც სამხედრო, უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში