''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

07 მაისი 2018, 00:00 2603 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა  პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. ისინი ქობულეთში,  ალამბარი  - ზენითის მიმართულებით  გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერის გაუქმებას ითხოვენ.

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ალამბარი -  ზენითის მიმართულებით გზის მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების და სამელიერაციო სისტემების მართვის დეპარტამენტიდან გამოიყო მილიონ 962 ათას 990 ლარი, მაშინ როცა გზა გასულ წელს მოწესრიგდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ 2016 წელს მოხდა გზის რეაბილიტაცია,   წელს კი  გზის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი  რაც  მისი თქმით, გასულ წელს  განვითარებულმა მეწყრული  პროცესების გამო გახდა აუცილებელი.  

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში