პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ იწყება

07 მაისი 2018, 00:00 2949 ნახვა

2018-2019 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 8 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

დაინტერესებულმა პირებმა, სასკოლო ასაკის ბავშვები ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge-ზე უნდა დაარეგისტრირონ.  

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება, 2018 წლის 11 ივნისს დაიწყება და 30 ივნისის დასრულდება.

II ეტაპის შემდეგ, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე დარეგისტრირების მსურველებმა საბუთები 2 ივლისიდან 16 ივლისამდე პერიოდში, სკოლებში უნდა წარადგინონ.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო.

2018-2019 სასწავლო წელს სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოზარდებს, რომლებსაც 17 სექტემბრამდე  6 წელი უსრულდებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი