ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

06 მაისი 2018, 00:00 3653 ნახვა

თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმელი მეზღვაური მშობლიურ ქალაქში  დღეს დილით დაბრუნდა. იგი ლიბიაში კიდევ სამ მეზღვაურთან ერთად  2015 წლის აგვისტოში დააკავეს. ლიბიური მხარე ტანკერს კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას ედავება.

გემის კაპიტანიც და თანაშემწეც საქართველოს მოქალაქეები არიან. ჯერ -ჯერობიტ გაურკვეველია დარჩენილი ორი მეზღვაურის ბედი, რომლებიც საპატიმროში რჩებიან. სასამართლო პროცესი 20 მაისსა ჩანიშნული. ქართული მხარე პროგნოზს ვერ აკეთებს. პატიმრობა უცხო ქვეყანაში. რას ჰყვება ლიბიის ციხეში გატარებულ წლებზე სოსლან კაკაბაძე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი