სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

06 მაისი 2018, 00:00 1841 ნახვა

სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება  მიმდინარეობს კომახიძის ქუჩაზე. პროექტით გათვალისწინებულია: ბორდიურების, ტროტუარებზე დეკორატიული ფილების, უსინათლოთა ბილიკებისა და პანდუსების მოწყობა.  გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი.

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა, რომლის გავლითაც სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. კოლექტორის მშენებლობა მომავალ  წელს  დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება – 3 მილიონ 600 ათასი ევროა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი